Accessibility links

logo-print

ლიბიის გარდამავალი მთავრობის ჯარმა საბა დაიკავა


ლიბიის გარდამავალი მთავრობის ჯარების თანახმად, მათ კონტროლი დააწესეს უდაბნოში მდებარე ქალაქ საბაზე, რომელიც კადაფის მომხრეთაერთ-ერთი ბოლო სიმაგრე იყო. ქალაქში სროლა გრძელდება. გარდამავალი საბჭოს სამხედრო წარმომადგენელმა, აჰმედ ბანიმ განაცხადა, რომ იძიებენ ინფორმაციას კადაფის საბადან გაქცევის შესახებ, მაგრამ ჯერ ის ვერ დასტურდება. ნატოს სამხედრო ოპერაციების მეთაურის, კანადელი გენერლის შარლ ბუშარის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნატო თავის მიზანს ლიბიაში მიაღწევს სამ თვეში. ნატომ თავისი მისია ლიბიაში დამატებით 90 დღით გაახანგძლივა.
XS
SM
MD
LG