Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო შენგენის ზონაში ბულგარეთის და რუმინეთის გაწევრიანება


გერმანიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ოლე შრიოდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, მიეღოთ ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის ქვეყანათა რიგებში, მეორედ გადაიდო. წინააღმდეგი იყვნენ ჰოლანდიის და ფინეთის წარმომადგენლები. მისივე თქმით, ზონის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს ამ საკითხზე შეთანხმებას, და საკითხს, ოქტომბერში ევროკავშიპრის სამიტი განიხილავს. ევროკომისიამ ადრე განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ტექნიკური და სამრთლებრივი პირობები შეასრულეს. წევრთა უმეტესობა ემხრობა შენგენის ზონაში მათ გაერთიანებას. ჰოლანდია და ფინეთი თვლიან, რომ ორმა ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთონ კორუპციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.
XS
SM
MD
LG