Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. მანვე დამსწრეთ შეახსენა საქართველოს შარშანდელი განცხადება, რომ უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო ძალის გამოყენებაზე. მაგრამ მას შემდეგ რუსეთს საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს, ის უარს ამბობს დიალოგზეო, დასძინა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრეთ შეახსენა აგრეთვე, რომ მიმდინარე თვეში 11 სექტემბრის ტერაქტების მეათე წლისთავის შესრულების გარდა, წელსვე სრულდება საბჭოთა კავშირის დაშლის, ცივი ომის დასრულების მეოცე წლისთავი. მას შემდეგ, სააკაშვილის აზრით, მკვიდრდება, მაგრამ "ძალიან ნელა“ მკვიდრდება ახალი წესები და მეტი პრინციპულობაა საჭირო, რათა მსოფლიო არ იჩენდეს შემწყნარებლობას ეთნიკური წმენდის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტის დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლო წლებში მიღწეულ წინსვლასაც.
XS
SM
MD
LG