Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი ტუვალუმ აღიარა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა კიდევ ერთმა კუნძულმა-სახელმწიფომ - ტუვალუმ აღიარა. ტუვალუ გაეროს წევრი მეექვსე ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი სცნო. სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთისა და ტუვალუს პრემიერ-მინისტრებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ერთობლივ განცხადებას 18 სექტემბერს სოხუმში მოაწერეს ხელი. ტუვალუ წყნარი ოკეანის კუნძული-სახელმწიფოა, რომლის ფართობი 26 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 12 000-ს შეადგენს. სერგეი შამბას ტუვალუს პრემიერ მინისტრ ვილი ტელავისთვის განუცხადებია: ”გვსურს ვიცოდეთ მეტი თქვენი ქვეყნისა და ხალხის შესახებ. დიდად ვაფასებთ ამ მეგობრულ ნაბიჯს. ეს რთული გადაწყვეტილება იყო. კარგად გვესმის და ვაფასებთ მას. ძალიან გავლენიანი ძალები ცდილობენ ხელი შეუშალონ აფხაზეთის აღიარებას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ტუვალუს მიერ აფხაზეთის აღიარება ნიშნავს, რომ თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ, რომელიც ძალიან აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას”.
XS
SM
MD
LG