Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი: აშშ მოკავშირის დაკარგვით რისკავს


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, თუკი შეერთებული შტატები გააგრძელებს ისლამაბადის საჯაროდ გაკრიტიკებას ისლამისტ მეამბოხეთა წინააღმდეგ
ბრძოლაში ჩავარდნების გამო, ვაშინგტონი მოკავშირის დაკარგვით რისკავს. ნიუ იორკში მყოფმა პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეინტერვიუში აგრეთვე განაცხადა, რომ ”ვაშინგტონი ვერ მიცემს თავს უფლებას ხელი კრას პაკისტანელებს”. ეს განცხადება იყო პაკისტანის ხელისუფლების რეაქცია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, ადმირალ მაიკ მალენის ბრალდებაზე, რომ პაკისტანი ავღანეთში ძალადობის "ექსპორტს" ახდენს, რადგან ის ექსტრემისტებს საშუალებას აძლევს, იმოქმედონ, როგორც ისლამაბადის დაზვერვის სამსახურის განშტოებამ.
XS
SM
MD
LG