Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ბი-ბი-სის ბრალდებას ეხმაურება


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ის შეისწავლის - რამდენად საფუძვლიანია ბრალდება - თითქოს, ოლიმპიური კომიტეტი აზერბაიჯანს მომავალი წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ფულის სანაცვლოდ ორ ოქროს მედალს დაპირდა. ხუთშაბათს ბი-ბი-სის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ აზერბაიჯანელი ინვესტორისგან რამდენიმე მილიონი დოლარის სესხი მიიღო 2012 წლის თამაშებში წარმატების უზრუნველსაყოფად. კრივის ასოციაცია უარყოფს ბრალდებას და საკითხის შესწავლას აპირებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი აცხადებს, რომ დაელოდება კრივის ასოციაციის გამოძიების შედეგებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები გადადგას.
XS
SM
MD
LG