Accessibility links

logo-print

ცხინვალმა გაავრცელა განცხადება ტუვალუს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ


დღესვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი ტელავი ცხინვალში 19 სექტემბერს იმყოფებოდა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დოკუმენტს ხელი ედუარდ კოკოითისთან ერთად მოაწერა. როგორც სააგენტო “რესი” იუწყება, ცხინვალიდან ტუვალუმდე დიდ მანძილს ხაზი ედაუარდ კოკოითიმაც გაუსვა, თუმცა დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთი მზად არის თანამშრომლობისთვის პროგრესულ სახელმწიფოებთან, რომლებიც პატივს სცემენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამავე სააგენტოს მოჰყავს ტუვალუს პრემიერის სიტყვები იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა მდიდარი არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის სამხრეთ ოსეთს დაეხმაროს. კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუ, რომლის ფართობი 26 კვადრატული კილომეტრია, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 12 177-ს შეადგენს.
XS
SM
MD
LG