Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა


იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი დღეს მოულოდნელად დაბრუნდა სამშობლოში მას შემდეგ, რაც სამი თვე იმკურნალა საუდის არაბეთში. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სალეჰის თვითმფრინავი დღეს დილას დაეშვა სამხედრო აეროპორტზე იემენის დედაქალაქ სანაში. იემენში რვა თვეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. პრეზიდენტი, რომელიც 30 წელიწადზე მეტია, დგას ხელისუფლების სათავეში, საუდის არაბეთში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში დაიჭრა მის რეზიდენციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ცნობების თანახმად, იემენში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ბოლო დღეებში ათობით ადამიანი შეიწირა მთავრობის ჯარებსა და სალეჰის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების შედეგად. იუწყებიან, რომ შეტაკებებმა სანაში დღესაც შეიწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე.
XS
SM
MD
LG