Accessibility links

logo-print

პალესტინელები დღეს მიმართავენ გაეროს მათი სახელმწიფოს აღიარების თხოვნით


პალესტინელები დღეს იწყებენ გაეროში მათი სახელმწიფოს აღიარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. მოსალოდნელია, რომ პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას წარმოადგენს წერილობით მიმართვას, გაეროს წევრობის თხოვნით. ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან ისრაელი და შეერთებული შტატები. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები ვეტოს გამოიყენებს გაეროს უშიშროების საბჭოში, პალესტინელების სახელმწიფოს აღიარების დასაბლოკად. ობამა აცხადებს, რომ პალესტინელებს თავიანთი მიზნის მიღწევა შეუძლიათ მხოლოდ ისრაელთან მოლაპარაკების შედეგად.
XS
SM
MD
LG