Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აქციებს განაგრძობენ საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები


პოლიციის მიერ ქუთაისში, მეტალურგების გაფიცვის ძალით დაშლის და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგბობის გაწევის ბრალდებით სამი ადამიანის დაკავების გამო, თბილისში აქციებს განაგრძობენ საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები. დღეს ისინი შეიკრიბნენ გაეროს ოფისთან და ორგანიზაციას მოუწოდეს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს მეტალურგების საქმე და შესაბამისი რეაქცია გამოხატოს. ამავე თემაზე სასაუბროდ, პროფკავშირების ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი დღეს შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს.
XS
SM
MD
LG