Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილი: რუსეთს ძვირი უჯდება სეპარატისტული რეჟიმების აღიარება


ტუვალუს გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, სამწუხარო ფაქტი და არა ტრაგედია უწოდა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა. მან სააგენტო GHN-ს განუცხადა, რომ სეპარატისტული რეჟიმების აღიარება რუსეთს ძვირი უჯდება, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა აქვს რაოდენობას და არა იმას, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს სეპარატისტთა დამოუკიდებლობას. ცნობისათვის, ტუვალუ ერთ-ერთი იყო იმ 50 ქვეყანას შორის, რომელმაც შარშან სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსის შესახებ. წელს თებერვალში კი, გაეროში საქართველოს და ტუვალუს მუდმივმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების ოქმს. მასში ნათქვამია, რომ მხარეები იხელმძღვანელებენ მეგობრული ურთიერთობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებით.
XS
SM
MD
LG