Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აკრიტიკებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურ დახმარებას სთხოვენ გერმანიასა და საფრანგეთს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, პუტინი ამ საკითხს შეეხო მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე. ორდღიანი ყრილობა დღეს დაიწყო მოსკოვში. პუტინი „ერთიანი რუსეთის“ ლიდერთაგანია. მისი განცხადებით, რუსეთისთვის „მეტისმეტად ძვირფასია თავისი სუვერენიტეტი“ საიმისოდ, რომ სხვა ქვეყნებს სთხოვოს ეკონომიკური დახმარება მაშინ, როცა ამას აკეთებს ევროპის ზოგი მომცრო ქვეყანა, რადგან აქვს საფრანგეთისა და გერმანიისაგან დახმარების იმედი.
XS
SM
MD
LG