Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პაკისტანს მოუწოდებს, გაწყვიტოს კავშირი ტერორისტულ ქსელთან


აშშ პაკისტანს მოუწოდებს, გაწყვიტოს ურთიერთობა თალიბანის მოკავშირე ჰაყანის ტერორისტულ ქსელთან და მიმართოს ზომებს, რათა ამ ჯგუფს აღარ ჰქონდეს თავშესაფარი პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში. ამ მოწოდებით გამოვიდა თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა მაიკ მალენმა გუშინ განაცხადა, რომ ჰაყანის ქსელი მოქმედებს, როგორც პაკისტანის დაზვერვის უწყების ერთ-ერთი განშტოება. ჰაყანი აერთიანებს, სავარაუდოდ, 15 000-მდე წევრს. ადმირალმა მალენმა აღნიშნა ასევე, რომ ამ დაჯგუფების მებრძოლებმა პაკისტანის დაზვერვის მხარდაჭერით შეძლეს ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმა 13 სექტემბერს, ხოლო მანამდე, 10 სექტემბერს აფეთქების მოწყობა ნატოს პოსტზე ქაბულის სამხრეთით. მალენის ბრალდების საპასუხოდ, პაკისტანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რისკავს მოკავშირის დაკარგვას, თუ გააგრძელებს ექსტრემისტებთან ბრძოლაში ისლამაბადის როლის საჯაროდ კრიტიკას.
XS
SM
MD
LG