Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიამ მორიგი ეპისტოლე გაუგზავნა პრემიერ-მინისტრს


თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მორიგი ღია წერილით მიმართა და მოუწოდა მოახდინოს იმ გლეხებისათვის ზარალის ანაზღაურება, რომლებიც ჰიბრიდული სიმინდის სახელმწიფო პროგრამის გამო დაზარალდნენ. „მოსავლის აღება პრაქტიკულად დამთავრებულია და ასეულობით ფერმერმა და გლეხმა ზარალის მეტი ვერაფერი ნახა მთავრობის მიერ კრედიტად აღებული ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დათესვით. უკვე წლებია, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური მიდგომა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ საბოლოოდ ანადგურებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს გლეხობას და ფერმერებს, ასეულობით მათგანს კი პრაქტიკულად აკოტრებს. სახელმწიფო დღეს კვლავ ითხოვს გლეხებისა და ფერმერებისაგან, ვისაც არ მოუვიდა მოსავალი, რათა მათ აანაზღაურონ სესხად აღებული ჰიბრიდული სიმინდის ღირებულება. ესეთი მიდგომა და დამოკიდებულება გლეხობასა და ფერმერთა მიმართ მიუღებელია. შექმნილ ვითარებაში ყველაზე მართებულად მიგვაჩნია, რომ ყველა ის გლეხი თუ ფერმერი, ვინც დაზარალდა ჰიბრიდული სიმინდის თესლის დათესვისას ხელისუფლების, კერძოდ კი მინისტრის არაკომპეტენტური ქმედებების შედეგად, უნდა გათავისუფლდეს მთავრობისთვის დაწესებული გადასახადისგან. ასევე, მთავრობამ უნდა გამონახოს გლეხებისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის გზები,“- მიმართავს ირაკლი ალასანია. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ღია წერილით გასულ თვესაც მიმართა. პირველ წერილში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა.
XS
SM
MD
LG