Accessibility links

logo-print

პალესტინელებმა გაეროს მიმართეს სრულუფლებიანი წევრობის თხოვნით


პალესტინელების პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ნიუ-იორკში შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს და მას გადასცა პალესტინელთა განაცხადი გაეროს სრულუფლებიან წევრობაზე. ეს ნაბიჯი გადაიდგა ისრაელისა და შეერთებული შტატების უარყოფითი პოზიციის მიუხედავად. გაეროს პრესმდივნის, ფარჰან ჰაკის განცხადებით, აბასმა ბან კი მუნს გადასცა გაეროს სრულუფლებიან წევრად მიღების განაცხადი, რომელიც უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. ცნობების თანახმად, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქებში ათასობით პალესტინელია შეკრებილი, გაეროსათვის გადაცემული მიმართვის მხარდაჭერის ნიშნად.
XS
SM
MD
LG