Accessibility links

პუტინი თანახმაა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს


ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ თანახმაა მიიღოს მისი პარტიის წინადადება - რომ რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი ის უნდა გახდეს. ეს წინადადება მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყოველწლიურ ყრილობაზე პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოთქვა - მისი თქმით, სწორი იქნება ყრილობამ მხარი დაუჭიროს პარტიის ხელმძღვანელის, ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პუტინმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა „დადებითი რეაქციისთვის“ და ამას „დიდი პატივი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG