Accessibility links

ბან კი მუნმა ირანის ლიდერს უსაყვედურა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ირანის ლიდერთან, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან გამართული შეხვედრა გამოიყენა მისთვის საყვედურის სათქმელად იმ სიტყვის გამო, რომელიც აჰმადინეჟადმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქვა. ხუთშაბათს შემდგარ გამოსვლაში აჰმადინეჟადმა განაცხადა, „თავხედი ძალები“ სანქციებით და სამხედრო ძალით ემუქრებიან ყველას, ვინც ჰოლოკოსტში, ან 11 სექტემბრის ტერაქტებში, ეჭვს შეიტანსო. ბან კი მუნმა ირანის ლიდერს უთხრა, რომ ჰოლოკოსტისა და 11 სექტემბრის მსგავსი მტკივნეული ისტორიული ფაქტების უარყოფა, ან მათში ეჭვის შეტანა, მიუღებელია.
XS
SM
MD
LG