Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს


რომის პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტე გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს მან ქალაქ ერფურტში ჩაატარა მესა. პაპი თავის მშობლიურ ქვეყანას ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ის გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და პროტესტანტებთან ერთად ერთობლივი წირვა ჩაატარა. პარასკევს პაპი შეხვდა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ხუთ მსხვერპლს და „ღრმა თანაგრძნობა“ გამოხატა მათი ტკივილის მიმართ. მსხვერპლთა ჯგუფები და მათი ადვოკატები ბენედიქტეს უყენებენ ბრალდებას, რომ ისიც მონაწილეობდა ეკლესიის იერარქთა მხრიდან პედოფილი მღვდლების საქმეების მიჩქმალვის სისტემატურ პრაქტიკაში - უწინ, როცა ის გერმანიაში იყო არქიეპისკოპოსი და შემდეგ კი ვატიკანის მორალის უწყებას ედგა სათავეში.
XS
SM
MD
LG