Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ქალიშვილის განცხადებით, მამამისი ბრძოლას აგრძელებს


მუამარ კადაფის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამამისი კარგ განწყობაზეა და თავის მომხრეებთან ერთად ბრძოლას განაგრძობს. აიშა კადაფი ამ განცხადებით სირიის ერთ-ერთი რადიოსადგურის მიერ გადაცემულ აუდიოჩანაწერში გამოვიდა. ამასთან, მან ტრიპოლის და სხვა ქალაქების მცხოვრებთ ქვეყნის ახალი მმართველების წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდა. კადაფის ადგილსამყოფელი უცნობად რჩება მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს მეამბოხეებმა დედაქალაქი დაიკავეს და ახლა ქვეყანას თითქმის სრულად აკონტროლებენ - კვლავ კადაფის ძალების ხელში მყოფი რამდენიმე ადგილის გამოკლებით. პარალელურად, ლიბიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაჰმუდ ჯიბრილი გამოვიდა დაპირებით, რომ გამოიძიებენ ცნობებს მეამბოხეთა მხრიდან უცხოელების უფლებების უხეშ დარღვევებზე. ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ი საუბრობს მიგრანტი მუშების მასობრივ დაპატიმრებებზე, რადგან მათ შორის ბევრს კადაფის მხარდამჭერობაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG