Accessibility links

logo-print

იემენში დემონსტრანტებზე თავდასხმას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა


იემენში ექიმები აცხადებენ, რომ სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა მაშინ, როცა სამთავრობო ძალებმა და სნაიპერებმა იერიში მიიტანეს დედაქალაქ სანააში გაშლილ ოპოზიციურ საპროტესტო ბანაკზე. ცვლილების მოედანზე გაშლილი ეს ბანაკი იემენის ამბოხების ეპიცენტრი იყო - იქ ყოველდღე იმართებოდა აქციები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. სალეჰი იემენში პარასკევს დაბრუნდა - ის სამ თვეზე მეტ ხანს საუდის არაბეთში იმყოფებოდა, მკურნალობის მიზნით. დაბრუნებისას მან განაცხადა, რომ დედაქალაქში ბრძოლის დასრულების და ზავის დამყარების ხილვა სურს. თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ მის დაბრუნებას სისხლისღვრის გაძლიერება მოჰყვება. აშშ სალეჰს სთხოვს დათმოს ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG