Accessibility links

logo-print

მაჰმუდ აბასს რამალაში ათასობით პირი შეეგება


რამალაში ათასობით პალესტინელი შეეგება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს - ის ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, სადაც გაეროში პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ ისტორიული თხოვნა შეიტანა. აბასმა ეს ოფიციალურად პარასკევს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა. რამალაში დაბრუნებისას აბასმა დამხვედრ ხალხს უთხრა, რომ ამით „პალესტინური გაზაფხული“ დაიწყო - და დასძინა, რომ ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების მშენებლობის სრულ შეწყვეტამდე სამშვიდობო მოლაპარაკებები არ განახლდება. დღეს უფრო ადრე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა თქვა, გაერო პალესტინელთა თხოვნას თუ დააკმაყოფილებს, ამას „მძიმე შედეგები“ მოჰყვებაო. პალესტინელთა საქმის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს უნდა შეიკრიბოს.
XS
SM
MD
LG