Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პუტინ-მედვედევის პოსტების გაცვლის შესახებ განცხადებები კეთდება


რუსეთის პოლიტიკური ლიდერები - ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესია - ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს გუშინ გავრცელებულ ცნობაზე - რომ 2012 წელს პრეზიდენტის პოსტისთვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი იბრძოლებს, ახლანდელი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი კი პრემიერი გახდება. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამას „ბრძნულ ნაბიჯს“ უწოდებს - მან მედვედევს „ჭეშმარიტი პატრიოტი“ უწოდა, რადგან მან პრეზიდენტის პოსტი გაათავისუფლა. რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის, ალექსანდრ შოხინის აზრით, ასეთი შეთანხმების გამო არჩევნების წინა პერიოდში მოქმედი პრეზიდენტი არ დასუსტდება. არქიეპისკოპოსმა ვსევოლოდ ჩაპლინმა - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უწყების ხელმძღვანელმა - ძალაუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმებას „მშვიდობიანი, ღირსეული, პატიოსანი და მეგობრული“ უწოდა. კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა კი განაცხადა, რომ პოსტების გაცვლა დიდ გავლენას არ იქონიებს მთავრობაზე, რომელიც ისედაც „არაკომპეტენტური“ და „არაპროფესიონალია“. საპარლამენტო ფრაქცია „სამართლიანი რუსეთისთვის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის თქმით, მისი პარტია მხარს არ დაუჭერს მმართველი „ერთიანი რუსეთის“ მიერ წამოყენებულ კანდიდატურას. პუტინმა და მედვედევმა თავიანთი გეგმების შესახებ განცხადებები შაბათს, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.
XS
SM
MD
LG