Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა


საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური თანამშრობლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის - ეს ცნობა სააგენტო „Trend“-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. გრიგოლ ვაშაძის და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გაიმართა. „მხარეებმა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობას გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში“ - აცნობა სააგენტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
XS
SM
MD
LG