Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განცხადებები პუტინ-მედვედევის პოსტების გაცვლის შესახებ


რუსეთის პოლიტიკური ლიდერები - ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესია - ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს გუშინ გავრცელებულ ცნობაზე - რომ 2012 წელს პრეზიდენტის პოსტისთვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი იბრძოლებს, ახლანდელი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი კი პრემიერი გახდება. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამას „ბრძნულ ნაბიჯს“ უწოდებს - მან მედვედევს „ჭეშმარიტი პატრიოტი“ უწოდა, რადგან მან პრეზიდენტის პოსტი გაათავისუფლა. რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის, ალექსანდრ შოხინის აზრით, ასეთი შეთანხმების გამო არჩევნების წინა პერიოდში მოქმედი პრეზიდენტი არ დასუსტდება. არქიეპისკოპოსმა ვსევოლოდ ჩაპლინმა - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უწყების ხელმძღვანელმა - ძალაუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმებას „მშვიდობიანი, ღირსეული, პატიოსანი და მეგობრული“ უწოდა. კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა კი განაცხადა, რომ პოსტების გაცვლა დიდ გავლენას არ იქონიებს მთავრობაზე, რომელიც ისედაც „არაკომპეტენტური“ და „არაპროფესიონალია“. საპარლამენტო ფრაქცია „სამართლიანი რუსეთისთვის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის თქმით, მისი პარტია მხარს არ დაუჭერს მმართველი „ერთიანი რუსეთის“ მიერ წამოყენებულ კანდიდატურას. პუტინმა და მედვედევმა თავიანთი გეგმების შესახებ განცხადებები შაბათს, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ არ იმსახურებს ქვეყნის მომავალ მთავრობაში - და ამის მიზეზად პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან უთანხმოება მოჰყავს პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. როგორც მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ყრილობაზე შაბათს გახდა ცნობილი, მედვედევი ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს - ვლადიმირ პუტინთან პოსტების გაცვლის შედეგად. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა კუდრინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ეთანხმება მედვედევის გადაწყვეტილებას გაზარდოს შეიარაღებაზე გაღებული ხარჯები. კუდრინის აზრით, ეს ტენდენცია ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას უქმნის საფრთხეს. კუდრინი ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2000 წლიდან მუშაობს. მას ფისკალურ კონსერვატორად მიიჩნევენ, რომელმაც ნავთობისგან მიღებული მოგების ნაწილი საგანგებო სარეზერვო ფონდში ჩარიცხა და ამით შეარბილა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა რუსეთზე.
XS
SM
MD
LG