Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ-ის ბრალდებების ირგვლივ შეხვედრა გამართეს


პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა დღეს შეხვედრა გამართეს იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღის წინ აშშ-მა პაკისტანის სამხედრო უწყების სადაზვერვო სააგენტო ავღანეთში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის მომწყობთა დახმარებაში დაადანაშაულა. სამხედრო ძალების წარმომადგენლის, გენერალ ათარ აბასის თქმით, შეხვედრაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აბასს დეტალები არ დაუკონკრეტებია. პაკისტანის მაღალჩინოსნები მწვავე კრიტიკით შეხვდნენ აშშ-ის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს - რომ პაკისტანის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ დახმარება აღმოუჩინა ექსტრემისტულ ჯგუფ ჰაქანის, როცა მათ 13 სექტემბერს ავღანეთში აშშ-ის საელჩოზე მიიტანეს იერიში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ის ავღანეთის ირგვლივ აშშ-ის „დაბნეულობის“ ნიშანია. ვაშინგტონი დიდი ხანია პაკისტანს ბრალს სდებს ექსტრემისტებთან კავშირში - იმ ფონზე, როცა თან პაკისტანს სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სახით მილიარდობით დოლარს აძლევს, ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ. პარალელურად, აშშ-ში რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰამმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-მა სამხედრო ნაბიჯების გადადგმა უნდა განიხილოს ავღანეთში სამხედროების დასაცავად პაკისტანისგან მომავალი საფრთხისგან - თუკი პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოები გააგრძელებენ ტერორისტების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG