Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში ნობელის პრემიის ლაურეატი უანგარი მაათაი გარდაიცვალა


კენიის დედაქალაქ ნაირობის საავადმყოფოში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში უანგარი მაათაი. ის კიბოთი იყო ავად. 2004 წელს მაათაი პირველი აფრიკელი გახდა, ვისაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა. ის გახლდათ მოძრაობა ”მწვანე სარტყლის” დამაარსებელი, უფლებადამცველი და კენიის პარლამენტის წევრი.
XS
SM
MD
LG