Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ იერიში მიიტანა ლიბიის ყოფილი ლიდერის მშობლიურ ქალაქზე


ნატოს განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიშები მიიტანეს რამდენიმე სამხედრო ობიექტზე ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთში, რომლის გარშემოც კადაფის მოწინააღმდეგე ძალები დგას. ალიანსის განცხადებით, მან კვირას რვა ობიექტზე განახორციელა იერიშები სურთის ირგვლივ. სურთი მიჩნეულია კადაფის მომხრეების ერთ-ერთ ბოლო დასაყრდენად. დედაქალაქ ტრიპოლიში კი ლიბიის ახალმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, რომელშიც დამარხულია 1200-ზე მეტი ადამიანი და რომ საქმე ეხება კადაფის რეჟიმის მიერ 1996 წლის ამბოხების დროს დახოცილ ხალხს. ლიბიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცნობით, იტალიურმა ენერგოკომპანია "ენიმ" განაახლა ნავთობის წარმოება ლიბიაში - ნახევარ წელიწადზე მეტ ხანში მას შემდეგ, რაც სამოქალაქო დაპირისპირების გამო შეჩერდა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის მოპოვება.
XS
SM
MD
LG