Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 20 კანდიდატი ჩაერთო


ყირგიზეთში დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა პრეზიდენტობის ოცი კანდიდატის სია. 30 ოქტომბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსებს უწინასწარმეტყველებენ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ალმაზბეკ ატამბაევს, ისევე როგორც პარტია „ატა ჟურტისა“ და პარტია „ბუტუ ყირგიზსტანის“ ლიდერებს, კამჩიბეკ ტაშიევსა და ადახან მადუმაროვს. საპრეზიდენტო არჩევნები ითვლება კულმინაციად საკონსტიტუციო რეფორმებისა, რომლებიც ყირგიზეთში დაიწყო შარშან პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობის შემდეგ. რეფორმების შედეგად ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. ამჟამინდელი პრეზიდენტი, როზა ოტუნბაევა 31 დეკემბერს გადადგება დაკავებული პოსტიდან.
XS
SM
MD
LG