Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიის სარდალი დიდ ბრიტანეთს ეწვია


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაკისტანის არმიის სარდალი, გენერალი აშფაკ ფერვეზ კაიანი ბრიტანეთს ეწვია და მართავს შეხვედრებს პაკისტანისთვის წაყენებული ბრალდებების გამო, თითქოს მისი სამხედრო დაზვერვის უწყება ეხმარებოდეს ექსტრემისტებს ავღანეთში თავდასხმებისას. უმაღლესი რანგის ამერიკელმა სამხედრო პირმა, ადმირალმა მაიკ მალენმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ პაკისტანის დაზვერვის უწყება ეხმარება მეამბოხეების ჯგუფს, რომელიც ეჭვმიტანილია ავღანეთში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმაში. ეს თავდასხმა წელს, 13 სექტემბერს მოეწყო. პაკისტანელი ოფიციალური პირები უარყოფენ აშშ-ის ბრალდებას.
XS
SM
MD
LG