Accessibility links

logo-print

აფხაზეთში გაიმართა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია


აფხაზეთში გაიმართა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაცია. ანქვაბმა გაიმარჯვა 26 აგვისტოს ვადამდელ არჩევნებში, რომელიც დაინიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის წინა ლიდერის, სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო. თავის ამოცანებზე საუბრისას, ანქვაბმა განაცხადა: „ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისაკენ, რომ მინისტრები და ხელმძღვანელები იყვნენ არა მარტო თანამდებობაზე მყოფი პირები, შუალედური რგოლები მმართველ იერარქიაში, არამედ თავიანთი დარგის ეფექტიანად მმართველი მენეჯერები, რომლებიც ზუსტად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს თანამოაზრეთა გუნდს“, განაცხადა ანქვაბმა სოხუმში. მის ინაუგურაციაზე დასასწრებად, აფხაზეთს ეწვია რუსეთის ფედერაციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკო, რომელმაც პირობა დადო, რომ რუსეთში დაიცავს აფხაზეთის ინტერესებს და რომ რუსეთი კვლავაც მხარს დაუჭერს დე ფაქტო რესპუბლიკის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მისი აღიარების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG