Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა ქუთაისის ციხის თაობაზე


საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა წინადადებით, დაიწყოს ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინასწარი გამოძიება. ომბუდსმენის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ ქუთაისის დაწესებულებაში მყოფ ასამდე პატიმარს, რომელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ 9 სექტემბერს ღამით საპატიმროში შევიდნენ სპეცრაზმელები, მსჯავრდებულთა ნაწილი საკნებიდან გაიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
XS
SM
MD
LG