Accessibility links

logo-print

დავით ჯალაღანია: საქართველომ ტუვალუს დახმარება გაუწია რამდენიმე ხნის წინ


ტუვალუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ინფორმაციას საქართველო ჯერჯერობით მხოლოდ აფხაზური და რუსული მედიიდან ფლობს და არა პირველწყაროდან - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისივე თქმით, სიტუაციის საბოლოოდ გარკვევის შემდეგ, საქართველოს ადეკვატური რეაქცია ექნება. დავით ჯალაღანიამ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისას მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, რამდენიმე ხნის წინ საქართველომ ტუვალუს დახმარება მისივე თხოვნით გაუწია და სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაცია ტუვალუს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გასულ კვირაში გავრცელდა.
XS
SM
MD
LG