Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გაიმართა ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაცია


ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი
დღეს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად 26 აგვისტოს არჩეული ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაცია.

სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ანქვაბმა ფიცი აფხაზურ ენაზე დადო და განაცხადა, რომ საკუთარ ცოდნასა და ძალას კეთილდღეობასა და მშვიდობას მოახმარს, და მკაცრად დაიცავს აფხაზეთის კონსტიტუციას.

დღესვე მოვალეობის შესრულება დაიწყო დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ლოგუამ. სოხუმში გამართულ ინაუგურაციას დაესწრო რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო. სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, მატვიენკომ ანქვაბს პრეზიდენტ მედვედევის სახელითაც მიულოცა; დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი, განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის დახმარებას განაგრძობს. თავის მხრივ, ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთს აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვისა და სოხუმის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
XS
SM
MD
LG