Accessibility links

logo-print

ქაბულში მოკლეს აშშ-ის მოქალაქე ამ ქვეყნის საელჩოს ფლიგელში


ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ავღანელმა თანამშრომელმა ერთი ამერიკელი მოკლა და ერთი დაჭრა ინციდენტისას, რომელიც საელჩოს ფლიგელში მოხდა. საელჩოს პრესმდივნის თქმით, კვირა საღამოს ინციდენტის დროს მოკლეს თავდამსხმელიც, რომლის მოტივიც ჯერ უცნობია. ცნობების თანახმად, საელჩოს ფლიგელს, რომელშიც ინციდენტი მოხდა, იყენებს დაზვერვის ცენტრალური სამმართველო. ის უარს ამბობს კომენტარზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG