Accessibility links

logo-print

მედვედევი ფინანსთა მინისტრისაგან მოელის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღის ბოლომდე მისცა ვადა ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინს იმის გადასაწყვეტად, გადადგება თუ არა მას შემდეგ, რაც გააკრიტიკა კრემლის ეკონომიკური პოლიტიკა. მედვედევის განცხადებით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება პრეზიდენტის, ან მთავრობის პოლიტიკის მართებულობაში, შეუძლია პრეზიდენტს მიმართოს გადადგომის თხოვნით. კუდრინმა, რომელიც ბევრს მიაჩნია რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტად, ფინანსთა მინისტრად 11 წელი მუშაობის საფუძველზე, კვირას ვაშინგტონში განაცხადა, რომ უარს იტყვის მუშაობაზე მთავრობაში, თუ მისი მეთაური გახდება დმიტრი მედვედევი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის შემდეგ.
XS
SM
MD
LG