Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონა აპირებს ფინანსური სტაბილურობის ფონდის გაზრდას


ცნობების თანახმად, ევროზონაში აპირებენ, გაზარდონ მისი წევრების დასახმარებლად განკუთვნილი ფონდის (ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის) მოცულობა. გერმანიის გაზეთ „ველტის“ ცნობით, მას ევროკომისარმა ოლი რენმა განუცხადა, რომ ევროზონაში ფიქრობენ „ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდისთვის მეტი ბერკეტის, მეტი ძალის მინიჭებაზე“. ევროზონაში ივლისში შეთანხმდნენ ფონდზე, რომელიც შეძლებდა 440 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ცნობით, ეს თანხა შესაძლოა, ორ ტრილიონ ევრომდე გაიზარდოს ევროზონის წევრების დასახმარებელი, ამბიციური გეგმის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს საბერძნეთისთვის სახელმწიფო ვალების 50 პროცენტის ჩამოწერასაც. ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების კურსის მატება მოჰყვა ცნობებს, რომ ევროზონის ლიდერები ახალ მიდგომაზე ფიქრობენ ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG