Accessibility links

logo-print

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა თანამდებობა დატოვა


რუსეთის ფინანსთა მინისტრს და ვიცე-პრემიერს, ალექსეი კუდრინს თვითონ არ დაუწერია განცხადება გადადგომის შესახებ, არამედ განთავისუფლდა თანამდებობიდან პრეზიდენტის მიერ, პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუქტინი წარდგინების შემდეგ. ამის შესახებ დმიტრი მედვედევის პერს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა. ადრე კუდრინმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ საშუალებით განაცხადა, რომ გადაგა თანამდებობიდან მას მერე რაც მედვედევმა შესთავაზა, დაეტოვებინა თანამდებობა. ეს ნაბიჯი მოჰყვა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ დღის ბოლომდე აძლევს კუდრინს ვადას, მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, გადადგება თუ არა მას შემდეგ, რაც გააკრიტიკა კრემლის ეკონომიკური პოლიტიკა. მედვედევის განცხადებით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება პრეზიდენტის, ან მთავრობის პოლიტიკის მართებულობაში, შეუძლია პრეზიდენტს მიმართოს გადადგომის თხოვნით. კუდრინმა, რომელიც ბევრს მიაჩნია რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტად, ფინანსთა მინისტრად 11 წელი მუშაობის საფუძველზე, კვირას ვაშინგტონში განაცხადა, რომ უარს იტყვის მუშაობაზე მთავრობაში, თუ მისი მეთაური გახდება დმიტრი მედვედევი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის შემდეგ.
XS
SM
MD
LG