Accessibility links

ამერიკულმა ფირმამ იპოვნა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ბრიტანული გემი


ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ატლანტიკის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ბრიტანული გემი აღმოაჩინა, რომელზეც შვიდი მილიონი უნცია ვერცხლია. დღევანდელი ფასებით, ტვირთი შეიძლება 210 მილიონ დოლარად შეფასდეს. ბრიტანული გემი - "SS Gairsoppa" ფლორიდაში არსებულმა ფირმამ Odyssey Marine Exploration-ამ აღმოაჩინა და ადასტურებს გემის მდებარეობას. ბრიტანული გემი 1941 წლის თებერვალში გერმანული წყალქვეშა გემიდან გაშვებულ ტორპედოს ემსხვერპლა. გემზე 85 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. ამერიკული კომპანიის თანახმად, გემი ირლანდიის სანაპიროდან 500 კილომეტრით არის დაშორებული და ჩრდილო ატლანტიკის ზედაპირიდან 4700 მეტრ სიღრმეზეა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გემზე, რომელიც ჩაიძირა 7 მილიონი უნცია ვერცხლი იყო. ბრიტანეთის მთავრობასთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე ამერიკულ კომპანიას შეუძლია დაიტოვოს ნაპოვნი განძის 80%.
XS
SM
MD
LG