აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპის საკრედიტო კრიზისი ”მსოფლიოს აშინებს” და ევროზონის ლიდერები საკმარისად სწრაფად არ მუშაობენ კრიზისის მოსაგვარებლად. ობამამ განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე აშშ-ის ეკონომიკის ვარდნა მსოფლიოში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია, მათ შორის - ”არაბული გაზაფხულის” სახელით ცნობილმა მოვლენებმა, რამაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდა განაპირობა; აგრეთვე ევროპის ქვეყნებში ფინანსურმა პრობლემებმა, განსაკუთრებით კი საბერძნეთის მდგომარეობამ განსაზღვრა. ორშაბათს აშშ-ისა და ევროპის აქციებზე ფასები გაიზარდა იმ ცნობის ფონზე, რომ ევროპის ლიდერები ევროზონის სტაბილიზაციის ფონდის გაზრდასა და ევროპის საკრედიტო პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ. საბერძნეთი კვლავაც დეფოლტის რისკის ქვეშ რჩება. ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მორიგი ტრანშის მისაღებად მან ეკონომიური ნაბიჯების გადადგმა უნდა მოახერხოს.
ყველაზე პოპულარული
1