Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის გარდამავალი საბჭოს ძალებმა სირტეს პორტი აიღეს


ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ძალებმა გასულ ღამეს ქალაქ სირტეს პორტი აიღეს. სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს ამ ინფორმაციას. შეიარაღებული ფორმირებების ერთ-ერთი მეთაურის თანახმად, სირტეს აღმოსავლეთით მდებარე პორტის აღება ”სტრატეგიული გამარჯვებაა”. ბოლო დღეებში სირტესთვის ბრძოლა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ნატოს ძალებმა განაახლეს გარდამავალი მთავრობის ძალების მხარდაჭერა. მიმდინარეობს მზადება ქალაქის შტურმისა და ქუჩის ბრძოლებისთვის.
XS
SM
MD
LG