Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში დაიწყო პალესტინის საკითხის განხილვა


გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა დაიწყო გაეროში პალესტინის სრულუფლებიანი წევრობის საკითხის წინასწარი განხილვა. დიპლომატების განცხადებით, ორშაბათის განხილვაზე არ იყო გათვალიწინებული რაიმე გადაწყვეტილების მიღება. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუმ აბასმა გასულ პარასკევს ოფიციალურად მიმართა გაეროს პალეტინის სრულუფლებიან წევრად მიღების განაცხადით. აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო ისრაელსა და პალესტინას საბოლოო შეთანხმების მისაღწევად სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, კვირას რამალაში გამოსვლისას მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ განახლდება, სანამ ისრაელი მთლიანად არ შეწყვეტს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლების მშენებლობას. ისრაელმა განაცხადა, რომ მისთვის ეს პირობე მიუღებელია.
XS
SM
MD
LG