Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა აშშ-თან ხელი მოაწერა სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვაზე კონტრაქტს


ერაყმა აშშ-თან 18 სამხედრო თვითმფრინავის შესყიდვაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის პრეს-მდივანმა განაცხადა ამის შესახებ. კონტრაქტის ღირებულების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ახლახან განაცხადა, რომ ერაყის მთავრობისთვის შეთავაზება ”დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს” მოიცავს. ივლისში ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ერაყი 36 სამხედრო თვითმფრინავის ყიდვას აპირებდა. მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ საჰაერო ძალების სარდალმა ერაყში რას ჰენდიმ განაცხადა, რომ ერაყელი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში აშშ-ში იწვრთნებიან. ერაყელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების თანახმად, საჰაერო ძალების გაძლიერება ერაყის ერთ-ერთი პრიორიტეტია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ძალები 31 დეკემბრისთვის ერაყის დატოვებისთვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG