Accessibility links

logo-print

თალიბანი პაკისტანთან ჰაკანის დაჯგუფების კავშირს უარყოფს


ტერორისტული ქსელი თალიბანი აცხადებს, რომ არც მას და არც მის რომელიმე მოკავშირე დაჯგუფებას არ აქვს კავშირი პაკისტანის მთავრობასთან. აღნიშნული განცხადება ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ დღეს გაავრცელა აშშ-ის სპეცსამსახურების ბრალდების პასუხად, თითქოს ჰაკანის დაჯგუფებას კავშირი ჰქონდეს პაკისტანის დაზვერვის სამსახურებთან. ასეთი ბრალდება ცოტა ხნის წინ აშშ-ის შეირაღებული ძლების გაერთიანებული შტატების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მალენმა გააკეთა. აშშ-მა ჰაკანის დაჯგუფება დაადანაშაულა ასევე 13 სექტემბერს ქაბულში განლაგებულ საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაში, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. ორშაბათს აშშ0ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს ჰაკანის ქსელი ტერორისტული ჯგუფში სიაში შეიტანოს.
XS
SM
MD
LG