Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კადაფის ხელთ არსებული იარაღის კონტროლს ითხოვს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დააწესოს კონტროლი ლიბიის საბრძოლო იარაღის საცავებზე, რათა ის ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს. ლინ პასკომ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე განაცხადა, რომ დამხობილმა ლიდერმა მოამარ კადაფიმ დატოვა დიდი რაოდენობით საშიში საბრძოლო მასალები, მათ შორის დედამიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები და ქიმიური იარაღი. გასულ კვირაში ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა ქალაქ ჯუფრასთან ახლოს აღმოაჩინეს იარაღის საცავი, რომლის შესწავლაც ქიმიური იარაღის კონტროლის სტრუქტურას დაეკისრა. გაეროს მაღალჩინოსნის კომენტარი პარალელურად ლიბიაში გრძელდება ბრძოლები კადაფის მომხრე შეიარაღებულ ძლებსა და ეროვნული გარდამავალი საბჭოს სამხედრო ძალებს შორისა, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის კადაფის მშობლიურ სირტეში.
XS
SM
MD
LG