Accessibility links

logo-print

მერკელი და პაპანდრეუ შეხვდებიან ფინანსური კრიზისის საკითხებზე


ევროზონის ვალის კრიზისთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგ პაპანდრეუ ბერლინში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან აპირებს მოლაპარაკების გამართვას. მოლაპარკებისას განიხილება საბერძნეთის ეკონომიკის მდგომარეობა და ათენის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმას. გერმანიის მეწარმეთა ფედერაციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პაპანდრეუმ გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ჩადონ ინვესტიციები მის ქვეყანაში, რომელსაც „დიდი პოტენციალი“ აქვს. „საბერძნეთის წინააღმდეგ მიმართული ქრონიკული კრიტიციზმი დიდ იმედგაცრუებას იწვევს, იმედგაცრუებას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, სადაც ღრმა რეცესიის მიუხედავად უდიდესი ძალისხმევა ხმარდება აუცილებელი გეგმის განხორციელებას, -არამედ იმედგაცრუებას ბერძნებში, რომლებიც მტკივნეულ მსხვერპლის ფასად ახორციელებენ რთულ ცვლილებებს.“ პაპანდრეუსა და მერკელის შეხვედრა წინ უსწრებს კენჭისყრას გერმანიის პარლამეტში, სადაც ხუთშაბათს ევროზონის დახმარების ფონდის (ევროპის ფინანსური სტაბილურობის საშუალებების) გაზრდის გადაწყვეტილებას განიხილავენ. ამ საკანონმდებლო ცვლილები უნდა მოხდეს დიდი ვალის მქონე ქვეყნების ბონდების შესყიდვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ვალის კრიზისი „საშიშროებას უქადის მთელ მსოფლიოს“ და მოუწოდა ევროზონის ქვეყნების ლიდერებს, რათა უფრო სწრაფად იმოქმედონ ვალის კრიზისის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG