Accessibility links

პაკისტანში ავტობუსის ავარიას 30 კაცი შეეწირა


30 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის აღმოსავლეთით მომხდარი ავტობუსის ავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები და ოჯახების წევრები გადაჰყავდა, ორშაბათ ღამით გზიდან გადავარდა და ხევში გადაიჩეხა. პოლიცია ავტობუსის ავარიას საგზაო შემთხვევას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG