Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა ამ პოსტზე დანიშნა ლეონიდე ლაკერბაია, რომელიც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო. ანქვაბმა ლაკერბაიას დაავალა, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, წარუდგინოს წინადადებები მთავრობის სტრუქტურისა და პერსონალური შემადგენლობის შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე სრული შემადგენლობით გადადგა დღემდე მოქმედი მთავრობა, რომელსაც სერგეი შამბა ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG