Accessibility links

logo-print

დაპირისპირება მოხდა პარლამენტის დეპუტატებს შორის


საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის - "ერთობა სამართლიანობისთვის" - წევრმა პეტრე მამრაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა, რის საპასუხოდაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ. დღევანდელ სხდომაზე მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების გარეშე. ამ შემთხვევაში კონფლიქტი მოჰყვა ფრაქცია "ძლიერი საქართველოდან" და ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გადასული დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის გაწვევას საპარლამენტო დელეგაციებიდან. ეს გადაწყვეტილება თავად ლოთქიფანიძემ დაკვეთად შეაფასა და საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზურაბ მელიქიშვილისგან.
XS
SM
MD
LG