Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარებმა აიღეს ქალაქი ალ-რასტანი


სირიის სამთავრობო ჯარები ტანკებისა და შვეულმფრენების მხარდაჭერით შევიდნენ ქალაქ ალ-რასტანში, რომელზეც გადის სირიისა და თურქეთის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი. წუხელ ალ-რასტანი ტყვიამფრქვევების ცეცხლის ქვეშ მოექცა. თვითმხილველთა თქმით, დაიღუპა ოთხი ადამიანი. ალ-რასტანი, რომელიც ქალაქ ჰომსსა და ჰამას შორის მდებარეობს, პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგობის მთავარ კერას წარმოადგენს. ორშაბათს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ გაეროს ტრიბუნაზე განაცხადა, რომ ძალადობის აქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ჯგუფებს, რომლებიც გარედან იმართებიან.
XS
SM
MD
LG