Accessibility links

გერმანია დაეხმარება საბერძნეთს საფინანსო ბაზრების ნდობის აღდგენაში


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისი ქვეყანა ყველა ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს საბერძნეთს მისდამი საფინანსო ბაზრების ნდობის აღდგენაში. მერკელმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანელ მეწარმეებთან შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუც. პაპანდრეუმ კი აღნიშნა, რომ მის ქვეყანას "დიდი პოტენციალი" აქვს და გერმანელ ბიზნესმენებს მოუწოდა საბერძნეთში ინვესტირებისაკენ. მერკელისა და პაპანდრეუს შეხვედრა წინ უსწრებს მნიშნველოვან კენჭისყრას გერმანიის პარლამენტში, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროზონის წევრების დასახმარებელი ფონდის გაზრდის საკითხზე. კენჭისყრა ორ დღეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG